გაიცანი გულშემატკივარი: ანი უჯმაჯურიძე

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ქომაგი ანი უჯმაჯურიძე გახლავთ…

– გამარჯობა, ანი. გაგვეცანი…
– მოგესალმებით. ანი უჯმაჯურიძე, 31 წლის. მარკეტოლოგი. ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარი.

– როგორ დაიწყო ფეხბურთთან ურთიერთობა?
– 2000–იან წლებში ჩემი დეიდაშვილები აქტიურად უყურებდნენ ფეხბურთს. ერთ–ერთი მათგანი სწორედ “იუვეს” ქომაგია, მეორე – მიუნხენის “ბაიერნის” გულშემატკივარია. ერთ კონკრეტულ თამაშზე, რომელსაც ზუსტად ვერ ვიხსენებ, ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა გოლი, რის შემდეგაც მისი და ტურინელების ქომაგი გავხდი.

– რატომ “იუვენტუსი” და არა – “ბაიერნი”?
– ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ჩემი არგუმენტი არის დელ პიერო.

– როგორ ფიქრობ, რა დაგვაკლდა 12 ნოემბერს?
– კლასი, გამოცდილება და მონდომება. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთის პრობლემების მოგვარება ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს. თავიდანვე უნდა ჩაუნერგონ ბავშვებს, რომ საჭიროა სწორი ვარჯიში, კვება, ფსიქოლოგია და ინტელექტი – როგორც სათამაშო, ასევე მინდორს გარეთ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თამაშს, გარდა კლასისა, დაგვაკლდა გადამწყვეტი თამაშების გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს თავიანთ კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვს, ნაკრებში გვყავს მხოლოდ რამდენიმე ლიდერი. ასევე არ იგრძნობოდა ის სათანადო მონდომება, რომლის წყალობითაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს დავიმსახურებდით.

– ვინ არის შენთვის გამორჩეული 5 ქართველი ფეხბურთელი?
– გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე, ტყუპი არველაძეები, ლევან კობიაშვილი. ქინქლაძე იყო უნიჭიერესი ფეხბურთელი, მაგრამ ზუსტად “ქართული სიზარმაცის” გამო ვერ მიაღწია წარმატებას. შოტლანდიაში მოგზაურობის დროს ერთმა 70 წელს მიტანებულმა ფეხბურთის ფანმა მკითხა – “ქინქლაძის ქვეყნიდან ხარ”? მას მაგიური მარცხენა ჰქონდა”! იმ კონკრეტულ მომენტში ძალიან ვიამაყე. რომ არა “ქართული მენტალიტეტი”, მესიზე არანაკლებ მაღალ დონეს შემოგვთავაზებდა.

– ანდრეა პირლო და მისი სამწვრთნელო კარიერა…
– მიუხედავად იმისა, რომ პირლო ძალიან მიყვარს, როგორც გენიალური მოთამაშე, მის სამწვრთნელო კარიერას სკეპტიკურად ვუყურებ. იგი “იუვეში” ყოველგვარი გამოცდილების გარეშე დაინიშნა. ყველა ზიდანი ვერ იქნება, მაგრამ ზინედინი “რეალის” მთავარ მწვრთნელობამდე ახალგაზრდული გუნდის თავკაცი და კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო, ამ პერიოდში კი დიდი გამოცდილება დააგროვა.

– ზიზუს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მას დღემდე უყვარს “იუვენტუსი” და არაა გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდეს, როგორც მწვრთნელი. ისურვებდი მოვლენების ამგვარ განვითარებას?
– ძალიან! ზიდანი, როგორც მოთამაშე, ყოველთვის ძალიან მომწონდა. გარდა ამისა, იგი უდიდესი ავტორიტეტია.

– რომელი ფორმაციის “იუვენტუსი” – ანტონიო კონტესი თუ მასიმილიანო ალეგრის?
– კონტესი, რადგან ალესანდრო დელ პიეროს ხილვის საშუალება ჯერ კიდევ გვქონდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ალეგრის ბევრი აკრიტიკებს საჭირო მომენტში არასწორი გადაწყვეტილებების გამო, მე მაინც მისი მადლობელი ვარ, რადგან მან გუნდს ამდენი სკუდეტო მოაგებინა და პლიუს ამას, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვე” ორჯერ გაიყვანა.

– დელ პიერო თუ ბუფონი?
– დედა თუ მამა? ჩემთვის ასეთი კატეგორიის კითხვაა. ჩემთვის ჯიჯი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა, ხოლო დელ პიერო – ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი. არამხოლოდ მისი ნიჭის, არამედ ერთგულების გამო. “კალჩიოპოლის” სკანდალის შემდეგ, როცა “იუვენტუსი” სერია B–ში დააქვეითეს, დელ პიეროს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა, მათ შორის პირადად სერ ალექს ფერგიუსონისგან, მაგრამ “ჯენლტმენმა ბებერი ქალბატონი” არ დატოვა.

– შენთვის “იუვენტუსის” 5 საუკეთესო მოთამაშე…
– დელ პიერო, ბუფონი, პაველ ნედვედი, დავიდ ტრეზეგე და ჯორჯო კიელინი.

– რა რეაქცია გქონდა, როცა კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” გადავიდა და როგორ ფიქრობ, რა დონის ზეგავლენა მოახდინა მან მთლიანად გუნდზე?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ლეო მესია, კრიშტიანუ რონალდუს “იუვეში” გადმოსვლა ძალიან გამიხარდა, რადგან გარდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელობისა, იგი შრომისმოყვარეობის, დისციპლინის და პროფესიონალიზმის მაგალითია. დიდი იმედი მქონდა, რომ ბევრი მოთამაშე მისგან ბევრს ისწავლიდა, მაგრამ სამწუხაროდ, მთლიანი გუნდი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მაინც ვიმედოვნებ, რომ სანამ იგი გუნდში იქნება, მისგან ისინი, ვისაც სჭირდებათ სწავლა, ისწავლიან იმას, რაც საჭიროა.

– რას ფიქრობ ამჟამინდელი ფორმაციის იტალიის ნაკრებზე?
– თაობაში იყო დიდი ჩავარდნა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ნიჭიერი ფეხბურთელები წამოვიდნენ და იმედი მაქვს, “სკუადრა აძურა” ძველ დიდებას დაიბრუნებს.

– რას იტყოდი გენიალური მარჩელო ლიპისა და მისი დიდებული გუნდის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონობაზე? 
– იმ წელს სკოლა დავამთავრე, ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წელი იყო. მარჩელო ლიპი ჩემთვის ყველაზე დიდი საფეხბურთო მწვრთნელია. მას შემდეგ ამაზე დიდი საფეხბურთო სიხარული არ განმიცდია.

– როგორ ფიქრობ, ოქროს ბურთი ფაბიო კანავაროს უნდა მიეღო თუ ჯანლუიჯი ბუფონს?
– ბუფონს!

– ბოლო ათწლეულში ვინ არის შენთვის საუკეთესო მეკარე?
– ეს არც განიხილება – რა თქმა უნდა, მანუელ ნოიერი! თამაშის განსხვავებული სტილი აქვს, რომლითაც მეკარის პოზიცია სხვა კუთხით დაგვანახა. გარდა ამისა, საფეხბურთო “ცხოველია”.

– ვინ არის შენთვის საუკეთესო 5 იტალიელი მოთამაშე?
– დელ პიერო, ბუფონი, ბაჯო, მალდინი, ნესტა.

– საკუთარი ოცნების გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც უშუალოდ მოესწარი + მწვრთნელი…
– ჯანლუიჯი ბუფონი – ფილიპ ლამი, ალესანდრო ნესტა, მატს ჰუმელსი, პაოლო მალდინი – ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა – ლეო მესი, ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო დელ პიერო. მწვრთნელი – მარჩელო ლიპი.

P.S. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს: მინდა, მყავდეს ბიჭი, რომელსაც ალესანდროს დავარქმევ, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიტანს, დელ პიეროს სტილში აღნიშნავს და მსოფლიოს აჩვენებს, რომ ეს გოლი დედას ეძღვნება!

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები