ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” სტადიონ “სან პაოლოს” დიეგო არმანდო მარადონას სახელი უახლოეს მომავალში ოფიციალურად მიენიჭება.
“სახელის შეცვლის პროცედურა მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდება. უკვე დღეს შედგა კომისიის შეხვედრა, პარასკევს კი მუნიციპალიტეტს დავუკავშირდები და ამ პროცესს დავასრულებთ. მაქვს საბაბი ვივარაუდო, რომ “ნაპოლის” შემდეგ საშინაო შეხვედრაზე უკვე ახალი სახელის მქონე სტადიონით ვიქნებით” – ნათქვამია მაჯისტრისის განცხადებაში.
“ნაპოლი” მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს – 3 დეკემბერს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურში “ალკმაარს” ესტუმრება, ხოლო კვირას სერია A–ს მე–10 ტურში “კროტონეს” ეწვევა. დიდი ალბათობით, “დიეგო არმანდო მარადონაზე” “ნაპოლი” პირველად 10 დეკემბერს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მე–6 ტურში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ითამაშებს.