ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში შედის. 1 და 2 დეკემბერს ევროპის სხვადასხვა სტადიონებზე მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთში იუვენტუსი დინამო კიევს უმასპინძლებს.
თითქოს ერთი რიგითი დაპირისპირებაა, რომელშიც გამოკვეთილი ფავორიტიც სახეზეა და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისითაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ჯგუფში, ტურინულ კლუბს, ისევე როგორც ბარსელონას საქმე მოლეული აქვთ და უკვე მერვედფინალში არიან, გასარკვევი მხოლოდ პირველადგილოსნის ვინაობაა, ხოლო კიეველები საუკეთესო შემთხვევაში ევროპა ლიგაზე თუ გადაინაცვლებენ.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, 2 დეკემბერს, როდესაც არბიტრი სასტვენს ჩაჰბერავს, ქალაქი ტურინი და ეს მატჩი იმ წამიდან შევა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ უეფამ, პირველად ჩემპიონთა ლიგის არსებობის მანძილზე, მთავარი მსაჯის მოვალეობა ქალს ანდო, მართალია, საკმაოდ გამოცდილს, მაგრამ მაინც სუსტი სქესის წარმომადგენელს.
ეს პატივი კი სტეფანი ფრაპარს ერგო, ხოლო მისი დამხმარეები მამაკაცები იქნებია. სტადიონის მარჯვენა და მარცხენა კიდეებზე ჰიშამ ზაკრანი და მეჰდი რაჰმუნი ირბნენენ.
სტეფანი ფრაპარი ფრანგი არბიტრია, რომლის კვაფილიფიკაციაშიც უეფას ეჭვი რომ არ ეპარება ადრეც არაერთხელ დამტკიცებულა. 36 წლის ქალი მსაჯი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ჯერ კიდევ შარშან შევიდა, როდესაც უეფას სუპერთასის მატჩი განსაჯა, სადაც ჩელსი ლივერპულს დაუპირისპირდა, ხოლო მანამდე კი საფრანგეთის ჩემპიონატსაც მოუსინჯა კბილი. სულ თათარიახნია, 26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ესპანურ გრანადასა და კვიპროსულ ომონიას შორის, რომელიც ასევე ფრაპარმა იმსაჯა. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგა მის შთამბეჭდავ კარიერაში მორიგი მნიშვნელოვანი ფურცელია.