კონორ მაკგრეგორის რინგზე გამომწვევმა, Youtube–ს ამერიკელმა ვარსკვლავმა ჯეიკ პოლმა განაცხადა, რომ იგი ირლანდიელის გუნდთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს.
“დიახ, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს! მე ის უნდა გავანადგურო! არც ერთი მებრძოლის გამოწვევა არაა ისეთი დიდი პლატფორმა, როგორც ეს მაკგრეგორის შემთხვევაში. გამარჯვებას ვაპირებ და მსურს, საზოგადოებამ ეს გაითავისოს. ჩემს ძაღლებს უფრო მეტი გამომწერი ჰყავთ, ვიდრე დასტინ პორიეს”.
საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელში “ინსტაგრამი” დასტინს 1,7 მილიონი გამომწერი ჰყავს, ჯეიკის ძაღლებს 1,6 მილიონი, ხოლო თავად ჯეიკს – 13,9 მილიონი მიმდევარი.