უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ უეფას ერთა ლიგაზე შვეიცარიისა და უკრაინის ნაკრებთა გადადებულ შეხვედრაზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ოფიციალური წერილი მიიღო.
ამ დაპირისპირების გადადების მიზეზი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში არსებული ინფიცირებული მოთამაშეების რაოდენობა გახდა, რის გამოც ანდრეი შევჩენკოს გუნდს ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა – 0:3.
“უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის შეცდომა შემდეგია: გერმანიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, ნაჩვენები დადებითი ტესტების მერე მათ არ იფიქრეს გუნდის სრულფასოვან შეცვლაზე” – ნათქვამია უეფას ოფიციალურ წერილში.
უკრაინელებს 10 დღე აქვთ, რათა საჩივარი ლოზანაში სარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანონ.