“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტმა განაცხადა რომ 2006 წელს 250 მილიონის შეთავაზება მიიღო მესის სანაცვლოდ მაგრამ გარიგება არ შედგა.
ლაპორტი კლუბს 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა და კვლავ გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი მას შემდგომ, რაც “ბარსელონა” ხოსე ბართომეუმ დატოვა.
“ვერცერთი ადამიანი ვისაც ბარსელონა უყვარს ვერ დაფიქრდებოდა მესის გაყიდვაზე. მე იმედი მაქვს რომ კვლავ გავხდები პრეზიდენტი და დაველაპარაკები მას. ჩვენ მესის სანაცვლოდ 250 მილიონზე ვთქვით უარი, რომელსაც მილანის “ინტერი” გვთავაზობდა” – აცხადებს ლაპორტი Football Italiа-სთან საუბარში.