ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა, კალიფორნიულ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მეფემ ანგელოზებთან ხელშეკრულება დამატებით 2 წლით გაახანგრძლივა, ამ დროის განმავლობაში კი ის ანაზღაურების სახით 85 მილიონ დოლარს მიიღებს.
დიდი ალბათობით, უახლეს დღეებში, ლებრონს მიბაძავს მისი თანაგუნდელი ენტონი დეივისიც, რომელიც ლეიკერსთან ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ფორმალურად, ის ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია, თუმცა ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ენტონიმ ლოს-ანჯელესელების გარდა სხვა ვარიანტი განიხილოს.