მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა, რომ ახლა მისთვის საუკეთესო პერიოდია.
“გუნდში ჩემზე გამოცდილი მოთამაშეებიც არიან, მაგრამ ყველა გუნდურად ვმუშაობთ და ვიხარჯებით. მინდა, “ინტერს” დავეხმარო და ამიტომაც, ყოველ ვარჯიშზე და თამაშზე ასი პროცენტით მონდომებულ ვარ. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, რისთვისაც მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს და მოთამაშეებს. ჩემს კარიერაში ახლა საუკეთესო პერიოდია” – ნათქვამია ბელგიელის განცხადებაში.
“ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურში სტუმრად “ბორუსია პარკზე” “გლადბახი” 3:2 დაამარცხა, ლუკაკუმ კი დუბლი შეასრულა. გერმანელებს 8 ქულა აქვთ, დონეცკის “შახტარს” და მადრიდის “რეალს” – 7, ხოლო “ნერაძური” იქვეა 5 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი ოთხივე მათგანს აქვს.
9 დეკემბერს “ინტერი” “შახტარს” უმასპინძლებს, “რეალი” კი “გლადბახს” მიიღებს.