„დორტმუნდის“ ლიდერი, ერლინგ ჰოლანდი, ტრავმის გამო 2020 წელს ვეღარ ითამაშებს.
როგორც გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ნორვეგიელ ფეხბურთელს აქილევსის მყესის ტრავმა აქვს, რის გამოც მოედანზე გასვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.
დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ჰოლანდი გუნდის დახმარებას პლეი-ოფიდან შეძლებს.