El Mundo-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გათავისუფლებას აპირებს.
მადრიდელები მიმდინარე სეზონში როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე არადამაჯერებლად გამოიყურებიან- არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ სამეფო კლუბი ჯგუფიდანაც ვერ გავიდეს.
El Mundo-მ აღნიშნული ინფორმაცია გუშინდელი მარცხის შემდეგ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი ჯერ კიდევ ვაკანტური მაურისიო პოჩეტინოა. ამასთან ერთად, განიხილება რაულ გონსალესის კანდიდატურაც, რომელიც ამჟამად „რეალის“ მეორე გუნდს წვრთნის.