გამაოცე შვილო, გამაოცე!

ოლიმპიური თამაშები რომ ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზული სპორტული ფორუმია წყალი არ გაუვა, მაგრამ ჩოგბურთის შემთხვევაში ბოლომდე ვერ ამოიძირკვა ის მანკიერი შეხედულება, რასაც მისდამი ინდეფერენტული დამოკიდებულება ჰქვია.

ერთი პერიოდი, მაღალი დონის ჩოგბურთელები ოლიმპიური თამაშებისკენ არც იხედებოდნენ, თუმცა შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და ოლიმპიადაზე ჩოგნის ქნევა არაერთი ტოპ მოთამაშისთვის პრესტიჟული და საამაყო გახდა, თუმცა არა ყველასთვის.

ეს შესავალი კი იმად დაგვჭირდა, რომ ავსტრიელი ჩოგბურთელის, 2020 წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონის დომინიკ ტიმის მამა შვილის გადაწყვეტილებამ გააოგნა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას უკავშირდება.

„დომინიკმა ტოკიოში გამგზავრება და ოლიმპიადაზე თამაში გადაწყვიტა. ეს მისი დიდი სურვილია, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა. ვფიქრობ, ეს ამერიკის ღია პირველობის მოგებამ განაპირობა. ასეთი სერიოზული წარმატების შემდეგ მან თავს უფლება მისცა, ოლიმპიური თამაშების დონის შეჯიბრებებზეც გაამახვილოს ყურაღება. ოლიმპიადა ჩოგბურთში ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა მის გადაწყვეტილებას ვერ შევეწინააღმდეგები“ – ამბობს ვოლფგანგ ტიმი.

მსოფლიო პანდემიამდე, დომინიკ ტიმი „ტოკიო 2020“-ის გამოტოვებას აპირებდა, რადგან ჯერ კიდევ არ ამოწურულა კიტსბულის ტურნირთან მისი ვალდებულება, რომელიც სწორედ ოლიმპიადას ემთხვეოდა, თუმცა ტოკიოს თამაშების 2021 წელს გადადებამ ტიმს გეგმები შეუცვალა და ახლა ავსტრიელს მტკიცედ გადაუწყვეტია ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვას.

რაც შეეხება 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს, დომინიკ ტიმი რიოში არ გაემგზავრა, რადგან მას ATP-ის სხვადასხვა ტურნირები და დევისის თასი ამჯობინა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები