გიორგი ათაბეგაშვილი: პრაღაში წარმატებულად ვიასპარეზეთ

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა რადიო “ენერჯიზე” FM 104,7 გადაცემაში Legends საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ჩვენი ძიუდოისტების უკანასკნელ გამოსვლაზე პრაღაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც იქნა, ნანატრი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. აღნიშნული პირველობა აპრილში იყო დაგეგმილი, რომელიც ივნისისთვის გადაიდო იმ იმედით, რომ ორ თვეში ყველაფერი განახლდებოდა. შემდეგ ისევ გადაიდო ნოემბრამდე და საბოლოო ჯამში, ოთხჯერ შეიცვალა თარიღი, რაც ბუნებრივია, სპორტსმენებზეც მოქმედებდა, თუმცა ჩვენ მაინც წარმატებით გამოვედით ამ პირველობაზე და 9 შესაძლებელი მედლიდან 6 ავიღეთ. ძიუდოში ზოგიერთი ტრადიციული ქვეყანა უმედლოდაც კი დარჩა. აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ გვქონდა აღებული 7 მედალი – 2013 წელს ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და გასულ წელს მინსკში ჩატარებულ ევროპულ თამაშებზე. სპორტის არც ერთ სახეობაში არ გვაქვს ევროპის ჩემპიონატებზე ამდენი მედალი, რამდენიც ძიუდოს – 166. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მეტიც შეგვეძლო; გურამ თუშიშვილი ახალი ნაოპერაციები იყო და სათანადო ფორმაში არ გახლდათ; + მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებები, თუმცა ამ 6 მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დავიკავეთ, რაც წარმატებულ გამოსვლას ნიშნავს”.

90კგ–ში არსებული კონკურენცია…

“ეს ჩვენთვის ყველაზე ფაქიზი წონაა, რადგან მოიაზრება, რომ ზოგადად, ეს ჩვენი კატეგორიაა. ისევე, როგორც სხვა წონებში, აქაც გვყავს სახელოვანი ათლეტები. მაგალითად, ბექა ღვინიაშვილისთვის ჰოლანდიელი მსოფლიო ჩემპიონის, მისთვის ძალიან უხერხული მეტოქის დამარცხება ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძვის ამომავალი ვარსკვლავი ლაშა ბექაური. ასევე აქ არის ყველასათვის ნაცნობი ავთანდილ ჭრიკიშვილი”.

ძიუდოისტთა ვაჟთა ნაკრებს ლაშა გუჯეჯიანის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იგი ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი, კარიერის განმავლობაში კი მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის ვიცე–ჩემპიონი იყო. გიორგი ათაბეგაშვილი:

“წინ ახალი გამოწვევებია, რასაც ფეხი უნდა ავუწყოთ. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაგვენიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მწვრთნელის რანგში განსაკუთებული სპორტული შედეგებით, რაც ახალგაზრდული გუნდის წყალობით ვნახეთ. მე ვთვლი, რომ მას შეუძლია გუნდში დადებითი მუხტის შეტანა, დიდებული ატმოსფეროს შექმნა. მას აქვს სპორტსმენისადმი იდეალური მიდგომა. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს ჩვენი გუნდი ერთობლივად გაუმკლავდება”.

სრული გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ აქ: https://www.facebook.com/GeorgeBonesFulara/videos/3610209315706015

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები