გულშემატკივართა დაბრუნება ინგლისში: როგორ ხდება ეს?

266 დღის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო ლიგის შეხვედრებზე გულშემატკივრები დაბრუნდნენ – ეს ამბავი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ფონზე ერთი შეხედვით ხმაურიანად ვერ ჟღერდეს, თუმცა მსოფლიო ფეხბურთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მაქსიმალურად გამკაცრებული წესებით, გარკვეული რაოდენობის ქომაგის დაშვება შეეძლოთ ჩემპიონშიპის წარმომადგენლებს – “ლიუტონ თაუნსა” და “უიკომბს”; პირველი ლიგის “ჩარლტონსა” და “შრიუსბერის” და ასევე მეორე ლიგის “კემბრიჯს”. მესამე ლიგის გუნდები შეხვედრებს კვლავაც მაყურებლების გარეშე ატარებენ.

სტადიონი “ბრანტონ პარკი” იყო პირველი, ვინც გულშემატკივრებს კარი გაუღო. ამ არენაზე მეორელიგელი “კარლაილი” თამაშობს. მოგვიანებით, “ჩარლტონ ატლეტიკმა” 2000 ფანის წინაშე “მილტონ დონსთან” 0:1 წააგო.

ყოველ სტადიონზე, ნებისმიერ ქომაგს დროის საჭირო ინტერვალით უმოწმებდნენ ტემპერატურას და ბილეთს, რის შემდეგადაც კლუბი მათ ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდა, ქომაგები კი ტრიბუნებზე ჭადრაკული პრინციპით განლაგდნენ.

გულშემატკივრების დაბრუნება სტადიონის უსაფრთხოების წევრებისთვისაც გასახარი ამბავი გახლდათ. აი, ერთ–ერთის კომენტარიც: “შაბათობით ძალიან ვიწყენდი. არის კატეგორია ხალხისა, რომელთაც ალკოჰოლი და ნარკოტიკი უყვართ, ჩემი ნარკოტიკი კი – ფეხბურთია”.

რაც შეეხება პრემიერლიგას, ლონდონის “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “ლიდს იუნაიტედს” 2000 ქომაგის წინაშე უმასპინძლებს. ანალოგიურად მოიქცევიან “ლივერპული”, “ტოტენჰემ ჰოთსპური”, “ვესტ ჰემი”, და “ბრაიტონი”. რაც შეეხება ლონდონის “არსენალს”, “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, დღეს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურში ვენის “რაპიდს” სწორედ განსაზღვრული რაოდენობის გულშემატკივრის წინაშე მიიღებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები