„პსჟ”-ს შემტევმა, ნეიმარმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემდეგ, ESPN-სთან ისაუბრა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლეო მესისთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა, ვისთან ერთადაც მას „ბარსელონაში“ ყოფნის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
„ყველაზე მეტად ლეო მესისთან ერთად კვლავ თამაში მსურს. მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ძალიან დიდი სიამოვნება იყო. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გაერთიანება მომავალ წელს მოხდება- ეს უნდა გავაკეთოთ!“-განაცხადა ნეიმარმა.