„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა „პარიზ-სენ ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ მარკუს რაშფორდის ტრავმაზე ისაუბრა.
„მარკუსს მხრის ტრავმა აქვს. გუნდი უახლოეს დღეებში მის მდგომარეობას დააკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ინგლისელი პრემიერლიგის მომდევნო ტურში, „ვესტ-ჰემის“ წინააღმდეგ ხელმისაწვდომი იქნება.”-განაცხადა ნორვეგიელმა სპეცეალისტმა.
პრემიერლიგის ცხრილში მანჩესტერელები სწორედ „ვესტ-ჰემს“ 1 ქულით ჩამორჩებიან.