დონეცკის “შახტარმა” მადრიდის “რეალი” ამ სეზონში უკვე მეორედ დაამარცხა და საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. რაც ყველაზე საინტერესოა, გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ მერვედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
თუ აღმოსავლეთ ევროპის გუნდებს გადავხედავთ, 5 ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ უკრაინულ გუნდს აქვს, ყველაზე ცუდი კი – უნგრულ “ფერენცვაროშს”. სია ასე გამოიყურება:
1. შახტარი – 7 ქულა; 2 მოგება, 1 ფრე;
2. კრასნოდარი – 4 ქულა; 1 მოგება, 1 ფრე;
3. ლოკომოტივი – 3 ქულა; 3 ფრე;
4. ზენიტი – 1 ქულა; 1 ფრე (ბურთების სხვაობა: 3:11)
5. დინამო კიევი – 1 ქულა (3:13)
6. ფერენცვაროში – 1 ქულა (5:16)
“შახტარი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფლეი–ოფში გასვლა შეუძლია. “კრასნოდარი” ევროპალიგაზე გადაინაცვლებს, მოსკოვის “ლოკომოტივი” კი ამისათვის ბოლო ტურში იბრძოლებს. “დინამო კიევი” და “ფერენცვაროში” ამ საგზურს ერთმანეთში გაითამაშებენ, ხოლო “ზენიტი” “თამაშგარეშია” დარჩენილი.