ხაბიბ ნურმაგომედოვი – რატომ და როგორ იგებს?

ხაბიბ (The Eagle – “არწივი”) ნურმაგომედოვი დაუმარცხებელი მებრძოლია – კარიერაში მას 29 ბრძოლიდან ყველა მათგანი აქვს მოგებული და თანაც, დიდი უპირატესობით, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე.

ბოლო ბრძოლა მან 25 ოქტომბერს ჯასტინ გეიჯისთან გამართა და მეორე რაუნდის დასაწყისში მახრჩობელა ილეთით მოიგო, რის შემდეგადაც საზოგადოებას კარიერის დასრულების შესახებ ამცნო.

გარდაცვლილი მამის, აბდულმანაპის ოცნება 30:0 იყო და MMA–ს ქომაგებში არის ვარაუდი, რომ ხაბიბი სწორედ ამ მიზეზით დაბრუნდება, თუმცა ეს სულ სხვა სასაუბრო თემაა… მოდით, გავიგოთ, რატომ და როგორ ახერხებს ხაბიბი ასეთი დომინანტური გამარჯვებების მოპოვებას?

მამა, კავკასია, დათვი…

ხაბიბი დაღესტანშია დაბადებული და შესაბამისად, თავიდანვე მთის ჰაერზე იზრდებოდა, რაც ათმაგად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთაში ვარჯიში სულ სხვა ფსიქოლოგიას და ხასიათს აყალიბებს, განსაკუთრებით საბრძოლო სახეობებში. აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელმაც ხაბიბს ძალიან ბევრი რამ მისცა. რაც შეეხება დათვთან ჭიდაობას, ეს ვიდეო ყველას გვაქვს ნანახი. ხაბიბს თავიდანვე ჩამოუყალიბდა მებრძოლი ხასიათი, სული – მით უმეტეს მაშინ, როცა ძლიერ ცხოველს შეებრძოლა.

ჩხუბის რთულად აღსაქმელი სტილი

ზოგადად, MMA სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც 70% უპირატესობა ჭიდაობას და პარტერს ენიჭება. მოჭიდავე, რომელსაც დარტყმების მიღების არ ეშინია, უმეტეს შემთხვევაში შეხვედრას გამარჯვებით ასრულებს. ხაბიბის შემთხვევა მეტოქეთათვის კიდევ უფრო რთულია: მას 12–წლიან კარიერაში ძალიან ცოტა დარტყმა აქვს გაშვებული და ყველა მატჩი იარის გარეშე დაასრულა. იგი იყენებს როგორც თავისუფალი სტილის, ასევე ძიუდოსა და სამბოს გდებებს. ყველა ბრძოლა დგომით იწყება და შესაბამისად, ამ გდებებამდე მისვლაა საჭირო. ყველამ ვიცით, რომ ხაბიბი “დამრტყმელთა” კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ AKA–ში ხავიერ მენდესთან, კეინ ველასკესთან, დანიელ კორმიესთან წლების განმავლობაში ვარჯიშით დგომში ის საჭირო უნარები დახვეწა, რაც მას დისტანციის შემცირებისთვის და ფეხში შესვლისთვის სჭირდება – სწრაფი, შემაწუხებელი ჯები, არაორდინალური, სწრაფად გადაგდებული დარტყმები, მომენტებში მფრინავი მუხლი, რასაც უკვე ელვის სისწრაფით ფეხში შესვლა ემატება, მეტოქე კი გააზრებას ვერ ასწრებს, თუ რა ხდება მის თავს + ამას, როცა მოწინააღმდეგეს პარტერში ჩაიყვანს, გონგის ხმამდე მისი ამომშვები არაა. ფეხებს ისე უკრავს, რომ მოძრაობის საშუალებას უზღუდავს, რასაც მისი გასაოცარი გამძლეობა და ფიზიკური მომზადება ემატება. შემდეგ მოდის გამანადგურებელი დარტყმები, ე.წ. Ground and Pound, რის შემდეგადაც მებრძოლი, განსაკუთრებით დგომში მოჩხუბარი სრულიად ძალაგამოცლილი მიემართება თავისი კუთხისკენ (თუ, რა თქმა უნდა, ის რაუნდი როგორმე გაძლო). მეორე რაუნდისთვის შეიძლება, ხაბიბმა გაცილებით მეტი დრო გაატაროს დგომში, რადგან მან უკვე იცის, რომ მის მეტოქეს ნოკაუტის ძალა შერჩენილი აღარ აქვს – ერთი, რომ პარტერში ჭიდაობა ძალიან დამღლელია და მეორე ის, რომ იქ ხაბიბის პრესინგი განუმეორებელია.

ფეხში შემოსვლის შიში

როცა ოქტაგონზე ხაბიბ ნურმაგომედოვის წინაშე ხარ, გამორიცხულია, გამუდმებით არ ფიქრობდე გდებებისგან თავის დაცვაზე, რაც ხშირ შემთხვევაში დათვურ სამსახურს გიწევს, რადგან ეს შიში თუ სიფრთხილე იმდენად გიპყრობს, რომ შენი საუკეთესო თვისებების გამოვლენას ვეღარ ახერხებ. ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითი კონორ მაკგრეგორის მისამართით გადასროლილი დარტყმაა, რომელიც კრივის ენაზე რომ ვთქვათ, ტექნიკურ ასპექტში კატასტროფულად იყო შესრულებული, მაგრამ აქ სულ სხვა რამ არის მთავარი – დაღლილი კონორი, რომელმაც ჩხუბის დიდი ნაწილი პარტერში გაატარა და უამრავი დარტყმა გაუშვა (ეს ყველაფერი რეაქციას გიქვეითებს), მთელი ფიქრებით იყო იმისკენ, რომ როგორმე “მტაცებელი” ფეხში აღარ შემოეშვა, თავის დაცვაზეც აღარ ფიქრობდა და ხელებიც ქვემოთ ჩამოუშვა, ეს უყურადღებობა და კონცენტრაციის დაკარგვა კი ნურმაგომედოვმა მშვენივრად გამოიყენა. ტექნიკურად რომ სწორად შეესრულებინა ეს დარტყმა და ყოფილიყო გამიზნული და არა მოშორებითი, ნოკაუტიც გარანტირებული ჰქონდა. თუნდაც გეიჯისთან გამართული ბოლო ბრძოლა ამ ყველაფრის დასტურია – დააკვირდით, როგორ ჩხუბობდა პირველ რაუნდში გეიჯი. მისი მთავარი მიზანი ხაბიბის გდებებისგან დაცვა გახლდათ და არა ზიანის მიყენება და ნურმაგომედოვის მიპრესინგება, ამერიკელის გადაგდებული დარტყმები კი უბრალოდ ინერცია იყო და მეტი არაფერი.

ამტანობა

დაღესტნელი სპორტსმენი 70კგ–ში ასპარეზობდა, მაგრამ ვინც არ იცით, გეტყვით, რომ იგი 85–90კგ–დან იკლებს ხოლმე, ეს კი ზოგადად, ორგანიზმისთვის ძალზე სახიფათოა. ტონი ფერგიუსონთან ერთ–ერთი ბრძოლის ჩაშლის მიზეზი სწორედ ხაბიბის წონის კლება და მისი საავადმყოფოში მოხვედრა გახლდათ, თუმცა ვისაუბროთ ნურმაგომედოვის გადმოსახედიდან ამ ყველაფრის პლიუსებზეც: ისედაც საოცარ ფიზიკურ მომზადებას და გამძლეობას ემატება წონის უპირატესობა და სწორედ ეს ზემოთნახსენები მთის ფსიქოლოგია და ხასიათი – იგი ამტანია. გავიხსენოთ მაიკლ ჯონსონის და ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ ჩატარებული ორთაბრძოლები. მათ ფეხით არაერთი დარტყმა მიაყენეს, ბრაზილიელმა თავისი საფირმო, მომაკვდინებელი დარტყმაც გადაუგდო, მაგრამ მთის კაცმა ესეც ჩვეულებრივად მიიღო.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები