რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, „პსჟ“ კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტნის, ლეო მესის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.
არგენტინელ ფეხბურთელს გუნდთან არსებული კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, რაც მას იანვარში გუნდებთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას აძლევს.
ჯერჯერობით, პარიზული გუნდის მთავარი პრიორიტეტი ნეიმარის და კილიან მბაპეს შენარჩუნებაა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა 33 წლის ვარსკვლავის სიტუაციას აქტიურად აკვირდება.
მესის გადაწყვეტილება, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ მოიგებს კლუბის პრეზიდენტობის არჩევნებს.