მადრიდის „რეალი“ „ზალცბურგის“ ფეხბურთელის, დომინიკ სობოსლაის გადაბირებითაა დაინტერესებული.
როგორც ირკვევა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, უნგრელ ფეხბურთელს პირადად დაუკავშირდა. გავრცელებული ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მზადაა, რომ მისი გამოსასყიდი თანხა (25 მილიონი) იანვარშივე გადაიხადოს.
გარდა მადრიდელებისა, მისი გადაბირება ლონდონის „არსენალს“ და „მილანს“ სურთ.