საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსე“ დატოვეს.
ამის თაობაზე ორივე მათგანმა სოციალურ ქსელში გვამცნო:
„დიდი მადლობა „სან ხოსეს“ ბევრი დიდებული მომენტისთვის. ბრწყინვალე პერიოდი იყო, სადაც ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. წარმატებები მომავალში.”-წერს კაშია.
„ყველაფრისთვის მადლობა. მომენატრებით ბიჭებო და წარმატებები მომდევნო სეზონში.”-ეს პოსტი კი ყაზაიშვილს ეკუთვნის.
ჯერჯერობით, მათი მომავალი გუნდი უცნობია.