ეს ყველაფერი დროის ამბავი იყო – მანუელ ნოიერი ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციის (iffhs) ვერსიითაც 2020 წლის საუკეთესო მეკარეა. ეს კონკრეტულად ამ ორგანიზაციისგან მანუსთვის მე–5 აღიარებაა. ამდენივე აქვთ იკერ კასილასსა და ჯანლუიჯი ბუფონს.
მანამდე მანუელი უეფამ აღიარა ევროპის საუკეთესო მეკარედ. ნოიერისთვის 2019/20 წლების სეზონი დიდებული გამოდგა: გარდა ინდივიდუალურად სუპერთამაშისა, ჰანს–დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით მიუნხენის “ბაიერნმა” მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპისა და გერმანიის სუპერთასები.
ხსენებული ორგანიზაციის პირველი გამარჯვებული 1987 წელს ლეგენდარული ბელგიელი ჟან–მარი პფაფი გახლდათ.