ნეაპოლურ სტადიონს დღეიდან Stadio Diego Armando Maradona დაერქვა, განცხადება ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა გააკეთა.
“დღევანდელი განკარგულებით სტადიონს სახელი დიეგოს საპატივსაცემოდ გადავარქვით. გადაწყვეტილება მიიღო მერმა ლეიჯი დე მარგიტისმა და მას ქალაქის მთელმა საბჭომ მოაწერა ხელი” – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.