UFC მორიგ ღონისძიებას გვთავაზობს, თუმცა ჩვენი ყურადღება კონკრეტულად ორი სპორტსმენის მიმართაა – ილია თოფურია (65კგ) და რომან დოლიძე (93). ორივე მათგანი მეორე ორთაბრძოლას ატარებს UFC–ში და ორივეს პირველივე დაპირისპირებაში გამარჯვება აქვს მოპოვებული: თოფურიამ იუსუფ ზალალი დამაჯერებლად დაამარცხა, დოლიძემ კი რუს ხადის იბრაგიმოვს ნოკაუტით სძლია.
ამ ღონისძიებაზე მესამე ქართველი მერაბ დვალიშვილიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მას მეტოქე აღარ ჰყავს და ვეღარ იჩხუბებს.
თოფურია დეიმონ ჯექსონს დაუპირისპირდება, რომელსაც 22 ბრძოლიდან 18 გამარჯვება, 3 წაგება და 1 ფრე აქვს დაფიქსირებული. ილიას ანგარიშზე კარიერის განმავლობაში 9 გამართული ორთაბრძოლიდან ამდენივე გამარჯვებაა.
რაც შეეხება რომანის მეტოქეს, იგი ჯონ ალანი გახლავთ. 18 მატჩიდან 13 მოგებული აქვს, 5 კი – წაგებული. დოლიძეს 7–დან 7 მოგება აქვს.
თოფურიას ბრძოლა 04:00–ის მერე დაიწყება, ხოლო დოლიძე 07:00–ის შემდეგ იასპარეზებს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ორივე ქართველი ათლეტი ამ წარმატებულ სვლას გააგრძელებს.