კატალონიის „ბარსელონას“ განაპირა მცველის, სერჟინიო დესტის დამატებას მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურად ცდილობდა, თუმცა ამერიკელმა ფეხბურთელმა არჩევანი კატალონიურ გრანდზე შეაჩერა.
მედიასთან საუბრისას, დესტმა მისი არჩევანი დაასაბუთა:
„არჩევანი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა „ბარსელონა“ ჩემი ოცნების გუნდია. ამასთან ერთად, ჩემი დამატება რონალდ კუმანსაც სურდა და ვიფიქრე, რომ მის გეგმებში შევდიოდი.”-განაცხადა მან.