საქართველოს ნაკრებისა და „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, მძიმე ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
„ავსტრია ვენასთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარის აღება 70-ე და 74-ე წუთზე შეძლო და კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მატჩი საბოლოოდ ქართველის გუნდის გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.
კიტეიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 კვირით უქმობა მოუწია.