„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, „ლაიპციგს“ დიდი დანაკლისით შეხვდება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, დაადასტურა, რომ გუნდს ენტონი მარსიალი და ედინსონ კავანი დააკლდება.
„დავიდ დეხეა და ლუკ შოუ გუნდს დაეხმარებიან, თუმცა ედინსონ კავანი და ენტონი მარსიალი გერმანიაში არ მიფრინავენ. მათი დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა „ლაიპციგთან“ არცერთი ითამაშებს.”-განაცხადა მან.