UFC–ის ოფიციალური მხარის მიერ გამოქვეყნებულ ქართველ მებრძოლთა სიაში არმენ ცარუკიანის გასწვრივ არსებულმა ქართულმა დროშამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ქართველმა ათლეტმა მერაბ დვალიშვილმა Facebook–ის საკუთარ გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
“არმენ ცარუკიანი დაიბადა საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში. ეროვნებით სომეხია, გაიზარდა რუსეთში, სადაც ვარჯიშობდა და მიაღწია, რასაც მიაღწია… პირად საუბრებში სიამაყით გამოხატავს საქართველოში დაბადების და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის შესახებ. ასევე მისი მეტსახელია “ახალ-ქალაქელი” იმის დასტურად, რომ მას უყვარს და ახსოვს ის ადგილი, სადაც დაიბადა… იგი UFC–ს მიერ გამოქვეყნებულ ქართველი მებრძოლების სიაში მექანიკური შეცდომით არ მომხდარა… ქართველი გულშემატკივრები ამ ბიჭსაც თუ ვაჩუქებთ სიყვარულს, ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი იქნება. ბევრ ეროვნებით ქართველზე მეტად პატრიოტია და უკეთეს ქართულ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის.