AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ მადრიდულ დერბიში დანი კარვახალი დააკლდება.
როგორც ცნობილია, მან რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც, დეკემბრის ბოლომდე ხელმისაწვდომი ვერ იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ ტრავმირებულია ალვარო ოდრიოზოლაც, გუნდს ნომინალური მარჯვენა მცველი აღარ დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზინედინ ზიდანს „გლადბახთან“ და „ატლეტიკოსთან“ ლუკას ვასკესის ან ნაჩოს გამოყენება მოუწევს.
მის გარდა, მადრიდულ გრანდს ედენ აზარიც დააკლდება, რომელსაც მინდორზე 2 კვირა ვერ ვიხილავთ.