კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესო გამოარჩია.
„ის, რასაც ეს ორი ფეხბურთელი წლების განმავლობაში გვაჩვენებს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან.
რონალდუსაც და მესისაც საოცარი ციფრები აქვთ. მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა ძალიან რთული და არასასიამოვნოა. მათ გულშემატკივრებს საოცარი მოგონებები აჩუქეს.“-განაცხადა კუმანმა.