გაიცანი გულშემატკივარი: სანდრო ლოსაბერიძე

რუბრიკის “გაიცანი გულშემატკივარი” მორიგი სტუმარი სანდრო ლოსაბერიძეა…

– მოგესალმებით, სანდრო. გაგვეცანი…
– გამარჯობა. მე ვარ სანდრო ლოსაბერიძე, “მილანის” და იტალიის ნაკრების გულშემატკივარი… პირველ რიგში, გეტყვით, რომ მოხარული ვარ ისევ თქვენ რუბრიკაში ყოფნით და ზოგადად, ძალიან გამიხარდა ამ რუბრიკის განახლება. მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ!

– უღრმესი მადლობა. როდის და როგორ შეგიყვარდა ფეხბურთი? გახსოვს პირველი მატჩი?
– ფეხბურთის სიყვარული პატარა ასაკიდანვე მომყვება და როგორც თითქმის ყველას, მეც ოჯახის გავლენა მაქვს ამ ყველაფერში, რადგან ჩემს გვარში განსაკუთრებით დიდია ამ სპორტისადმი სიყვარული. რაც შეეხება პირველ შეხვედრას, ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს იტალიური გუნდები, “მილანი” და “იუვენტუსი” ხვდებოდნენ… სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა.

– ქართულ ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– ჩემი საყვარელი ქართული კლუბი თბილისის “დინამოა” და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს… პირველ რიგში, ეს არის კლუბი, რომლის სიყვარული ოჯახიდან ნებისმიერ ქართველ ადამიანს მოყვება იმ ცნობილი და დიდებული მიღწევების გამო, რომელიც ამ გუნდს ჰქონდა. ასევე არის ის ფაქტორი, რომ ვარ თბილისელი და სტადიონიც ჩემს სახლთან იმდენად ახლოა, რომ აივნიდან ყოველდღიურად მაქვს პატივი, შევხედო ამ ლეგენდარულ არენას… თავად ჩემს საცხოვრებელ ქუჩას ახლა დავით ყიფიანის სახელი ეწოდება და ეს კიდევ უფრო დიდი სიამაყით მავსებს… ასე რომ, კითხვაზე თუ ვისკენ იხრება ჩემი სიმპატიები ქართულ ფეხბურთში – ეს სწორედ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდია, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო გია ჭიაბრიშვილს და “ლოკომოტივის” ღირსეულ გამოსვლას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რაც ამ მართლაც უმძიმეს პერიოდში გვაჩუქეს… მთლიანობაში კი ქართველი გულშემატკივარი ისეა მონატრებული საფეხბურთო წარმატებებს, რომ ევროასპარეზზე ყველა გუნდს ერთნაირად ვგულშემატკივრობ.

– 3 მიზეზი, რატომ ვერ მოვიგეთ 12 ნოემბერს…
– უეფასგან მიღებული შანსის ხელიდან გაშვება, მწვრთნელის მიუღებელი გადაწყვეტილებები, დანაკლისი ასეთი ეპიდემიური სიტუაციის მიუხედავად. მაინც მყარად ვარ იმ აზრზე, რომ ზემოთმდგომ ადამიანებს და განსაკუთრებით, ფეხბურთის ფედერაციას ყველაფერი უნდა ეღონა იმისთვის, რომ ხალხი მოედანზე შეეშვა და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ნაკრებისთვის სრული მხარდაჭერა გამოეცხადებინა. არა, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ფეხბურთელის არაზუსტ მოქმედებას და მეტოქის სწორ პრესინგს ვერ გამოასწორებდა, თუმცა ღრმად მწამს, რომ 12 ნოემბერი როგორ არასწორადაც დაიგეგმა ქვეყანაში, ისევე აგვიხდა შედეგის თვალსაზრისით… ცალკე საკითხია მწვრთნელის შეცდომები და დანაკლისი, დაგვიანებული შეცვლები ვაისისგან ხომ არახალი იყო, თუმცა ამ შეხვედრაში ცვლილებების დროულად არ გაკეთება ნამდვილად უპატიებელი გახლდათ. საბოლოო ჯამში, ვლადიმირ ვაისმა გადამწყვეტი შეხვედრა პირწმინდად წააგო და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტიც სკანდალური განცხადებით დატოვა, რომელიც მე პირადად, როგორც ერთ-ერთ რიგით გულშემატკივარს, ძალიან არ მესიამოვნა (მკითხველი ალბათ მიხვდება რას ვგულისხმობ, თუმცა მაინც მოვახდენ ციტირებას: “მე რომ აქედან წავალ, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში ვეღარ მოხვდებაო)… აქვე ვიტყვი, რომ ვაისის მოტრფიალე არც არასდროს ვყოფილვარ. და რაც შეეხება დანაკლისს, სამწუხაროდ, საკმარისზე დიდი ძალა გვაკლდა ამ ისტორიული მატჩის წინ და ყველაზე მტკინვეული მაინც ხვიჩა კვარაცხელიას გამოკლება გახლდათ… მთლიანობაში უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გვაჯობა, თუმცა იღბალიც მეტად მათ მხარეს იყო და 12 ნოემბერს მზე სამწუხაროდ, მაკედონიის ნაკრებისთვის ამოვიდა… და ბოლოსკენ შევეხები დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი… ჩემი დიდი სურვილია ნაკრების მომავალი დამრიგებელი გია ჭიაბრიშვილი გახდეს და მსურს ამ სპეციალისტს დაახლოებით სამუშაოდ 10-12, თუნდაც 15 წელი მიეცეს, რათა ნაკრებმა შენების პროცესი დაიწყოს, რადგან ახლა ისეთი კარგი ახალგაზრდები ჰყავს ქართულ ფეხბურთს, რომ იმედიანად ყოფნა, ნამდვილად შეიძლება და ვფიქრობ, გია ჭიაბრიშვილი არის ის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ამ ახალგაზრდა ბიჭებთან მუშაობით, თავადაც გაიზარდოს და ნაკრებიც სწორ გზაზე დააყენოს.

– რატომ “მილანი”?
– “როსონერის” გულშემატკივრობა ზემოთნახსენები მატჩიდან იწყება… “მილანი”-“იუვენტუსის” ფინალური დაპირისპირებისას ოჯახში შევიტყვე, რომ ერთ-ერთი გუნდის ღირსებას ქართველი მცველი კახა კალაძე იცავდა და რადგან ოჯახში “მილანისკენ” იხრებოდნენ, მეც მათკენ ვიყავი, იმ მატჩის შედეგმა კი ალბათ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ჩემს ფავორიტ კლუბად სწორედ “მილანს” ავირჩევდი.

– ელოდი სტეფანო პიოლის ასეთ წარმატებულ სვლას?
–პიოლის ასეთ მუშაობას, რა თქმა უნდა, არ ველოდი და მეტსაც გეტყვით, რომ ერთ დროს მისი დიდი კრიტიკოსიც ვიყავი, რადგან მწვრთნელების ხშირი ცვლის პროცესს “მილანისთვის” ჯერ წარმატება არ მოუტანია. პიოლის დანიშვნა არ გამხარებია. თანაც, მისი წინამორბედის, მარკო ჯამპაოლოს გაშვების შემდეგ უცხოურ პრესაში “მილანს” ლუჩიანო სპალეტის სახელს უკავშირებდნენ და რაღა დაგიმალოთ და, მისი მოსვლა უფრო მსურდა, თუმცა დღეს და იმ პერიოდში, როდესაც გერმანელი რალფ რანგნიკის მიყვანა და გერმანული რევოლუციის დაწყება თითქმის გადაწყვეტილი იყო, ამ დროს სტეფანო პიოლის ერთ-ერთ მთავარ „ადვოკატად“ ვიქეცი და ძალიან მიხარია, რომ დღეს “მილანს” კვლავ ის წვრთნის, თანაც ეროვნებით იტალიელი და რაც მთავარია, ასე წარმატებულად… რალფზე კი ნამდვილად მჯერა, რომ ის თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, თუმცა ათამაშებული გუნდის ფონზე კიდევ ერთხელ მწვრთნელის გამოცვლას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდი. თანაც, გუნდიდან გაუშვა და უარს ამბობდე მალდინისთან და იბრაჰიმოვიჩთან მუშაობაზე? ეს სრულიად მიუღებელია ჩემთვის…

– ზლატან იბრაჰიმოვიჩის როლი…
– ზლატანის როლზე საუბარი ურთულესი რამაა… მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ მოახერხებდა იმას, რომ ჯერ ამერიკაში ეთამაშა და შემდეგ ევროპაში ასე ხმაურიანად დაბრუნებულიყო. თან, როგორ “მილანში” – გუნდმა, რომელმაც ზლატანის მისვლამდე ორი კვირით ადრე “ატალანტასთან” თავი შეირცხვინა და გასვლაზე პირწმინდად განადგურდა… ზლატანს აქვს არანორმალური ქარიზმა და ეს ყველაფერი დღესდღეისობით გუნდს ძალიან ეხმარება. ის სტეფანო პიოლის არაოფიციალური თანაშემწე და მთავარი მწვრთნელია მოედანზე – 39 წლის ასაკშიც მას უდიდესი მოტივაცია ეტყობა. ის ამ ყველაფერს მთელ გუნდს გადასცემს და შედეგიც სახეზეა… რაც შეეხება სკუდეტოს შანსებს – მოდი, ასეთ რამეს ვიტყვი: ფეხბურთი ხომ მოულოდნელობებით აღსავსეა, საუბარი კი მართალია, მიძინებულ გრანდზე, თუმცა მაინც “მილანზე” გვაქვს – ასე რომ, ვიქნები იმედიანად და ვიტყვი, რომ “როსონერის” სიურპრიზის შემოთავაზება ნამდვილად შეუძლია და რა გამოვა ერთად ვნახავთ, თუმცა მაინც ჩემთვის, როგორც “მილანის” გულშემატკივრისთვის, უმთავრესი მიზანი ოთხეულია… სკუდეტო უფრო სურვილი და ოცნებაა ჯერჯერობით.

 – აღწერეთ კარლო ანჩელოტის ფორმაციის ზღაპრული “მილანი” ერთი სიტყვით…
– შეუდარებელი!

– ვინ არის შენთვის “როსონერის” ყველა დროის ტოპ 5 მოთამაშე?
– ნესტა, კაკა, ზეედორფი, შევჩენკო და ზლატანი.

– ტოპ 3 მოთამაშე, რომელმაც “მილანი” დატოვა და გული დაგწყდა…
– კაკა (ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელია და ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება). რაც შეეხება ტიაგო სილვას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლას – 2007 წელს მოგებული ლიგის თასის შემდეგ “მილანს” 2010 წლამდე გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა და 2011 წელს ამ ორი ფეხბურთელის ლიდერობით მოგებული სკუდეტო ახალი ტალღის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის შემდეგ გუნდმა ეს ფეხბურთელები “პარი სენ ჟერმენში” გაყიდა და აქედან დაიწყო “მილანის” დიდი კრიზისი…

– იტალიის ნაკრები როდის შეგიყვარდა?
– იტალიის ნაკრების გულშემატკივარიც მალევე, კერძოდ 2004 წლიდან გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ევროპის ჩემპიონატიდან ბევრი რამ არ მახსოვს, მაინც იტალიის ნაკრებში აღმოჩენილმა ‘მილანის” ფეხბურთელებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და ნაკრებებში ჩემი ფავორიტი იტალიის ნაკრები გახდა, ხოლო 2006–დან, მუნდიალის დაწყების წინ ვიცოდი, თუ რომელი ნაკრებისთვის უნდა მექომაგა და ეს წელი ნაკრებისთვის დიდი ტრიუმფით (მსოფლიო ჩემპიონობით) დასრულდა. იტალიის ის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვინც კი მინახავს… მაშინ “სკუადრა აძურა” სრულიად დამსახურებულად გახდა მუნდიალის გამარჯვებული.

 – როგორ ფიქრობ, ოქროს ბურთს ჯიჯი იმსახურებდა თუ ფაბიო?
– თუ კონკრეტულად ჯიჯის და ფაბიოს შორის ვირჩევთ, მაშინ მე ჯიჯის უფრო წინ დავაყენებდი, თუმცა როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ ძალიან არ მიყვარს, რომ ანდრეა პირლოს ძალიან შორს აყენებენ, რომელსაც არაჩვეულებრივი მუნდიალი ჰქონდა. ასე რომ, იმ წლის ოქროს ბურთზე ჩემი ფავორიტი ანდრეა პირლოა!

– რას იტყვი რობერტო მანჩინის ფორმაციის “სკუადრა აძურაზე” და ახალ თაობაზე?
– რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრები საკმაოდ საინტერესო და ლაღი ფეხბურთის მიმდევარია, რაც ძალიან მხიბლავს, თუმცა მისი ფორმაციის ნაკრებს ჯერ სერიოზული გამოცდა არ ჰქონია და საბოლოოდ მათი შეფასებისგან თავს შევიკავებ… თავის მხრივ, მუნდიალს მიღმა დარჩენილი ნაკრები რომ ახალი სახეებით ასე კარგად თამაშობს, ამაში დადებითი ნიშნების მეტს ვერაფერს ვხედავ. წინ ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგის ფლეი–ოფია… ვნახოთ “აძურა” დიდ ფორუმზე და შემდეგ ესპანეთთან და ბელგია/საფრანგეთთან დაპირისპირებებში. ამ მატჩებზეც ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს.

– ტოპ 5 იტალიელი…
– ჯიჯი, ნესტა, პირლო, გროსო, დელ პიერო.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც უშუალოდ მოესწარი + მწვრთნელი…
– ჯანლუიჯი ბუფონი – ჯანლუკა ძამბროტა, ალესანდრო ნესტა, ფაბიო კანავარო, მარსელო – ფრენკ ლამპარდი, ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი – კაკა, ლეო მესი, რონალდინიო. გუნდი #2 თქვენის ნებართვით: პეტრ ჩეხი – დანი ალვეში, ტიაგო სილვა, ჯონ ტერი, ფაბიო გროსო – სტივენ ჯერარდი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა – ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი,  ალესანდრო დელ პიერო. მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები