ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტურინის „იუვენტუსი“კატალონიის „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ, ტურინელთა ლიდერმა და დუბლის ავტორმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მედიასთან ლეო მესიზეც ისაუბრა.
„მესის როგორც მეტოქეს არასდროს აღვიქვამდი. ის, როგორც მე, თავისი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩემსა და ლეოს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო.“-განაცხადა პორტუგალიელმა.