ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კატალონიის „ბარსელონა“ ტურინის „იუვენტუსთან“ 0-3 დამარცხდა.
მატჩის შემდგომ, ტურინელთა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
„ესპანეთში და კატალონიაში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა. კამპ ნოუზე, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. დღეს ჩემპიონები ვიყავით- ძლიერი და ერთიანი ოჯახი! ასეთი თამაშით, სეზონის ბოლომდე არაფრის შიში არ გვექნება.”-წერს პორტუგალიელი Twitter-ზე.