„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, „ლაიპციგთან“ წაგების მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დამარცხების შემდეგ, „წითელმა ეშმაკებმა“ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს- მიმდინარე სეზონს ისინი ევროპა ლიგაზე დაასრულებენ.
„თამაში ძალიან გვიან დავიწყეთ- გვქონდა ქამბექის შესაძლებლობა, თუმცა არ გამოვიდა. არ გვაქვს უფლება, რომ გუნდს 3 გოლის გატანის საშუალება მივცეთ. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ასპარეზობა კარგად დავიწყეთ, თუმცა საკმარისად ძლიერები არ აღმოვჩნდით.
ვფიქრობ, გადამწყვეტი სტამბულში დაკარგული ქულები იყო- იმ მატჩში დამარცხებამ საქმე ძალიან გაგვირთულა.“-განაცხადა ნორვეგიელმა სპეცეალისტმა.