ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ერიკ გარსია კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, კატალონიელებმა ესპანელ მცველთან გრძელვადიანი, კერძოდ კი 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ან იანვარშივე, ანაც ზაფხულში შედგება.
გარსიას „სიტისთან“ არსებული კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავენ.