გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი კოროშინაძე

გიორგი კოროშინაძე, 26 წლის. დორტმუნდის “ბორუსიას” და თქვენი რუბრიკის ერთგული გულშემატკივარი.

– როგორ დაიწყო ფეხბურთთან ურთიერთობა და თუ გახსოვს პირველი შეხვედრა?
– უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ეზოში ბავშვები ყოველდღე ვთამაშობდით ფეხბურთს, იმდენად პატარა ვიყავი, აღარც მახსოვს, რა ასაკში დავიწყეთ. პირველი მატჩი, რასაც თავიდან ბოლომდე ვუყურე, იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანია-ბრაზილია. მაშინ რონალდოს თამაშით მოვიხიბლე.

– ქართულ ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– სიმართლე გითხრათ, ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებულად არავის ვქომაგობ, თუმცა რამდენიმე კლუბში მყავს მეგობრები, ვისთან ერთადაც ვთამაშობ ან ვთამაშობდი და ვცდილობ, მათ ვუგულშემატკივრო.

– როგორ ფიქრობ, რა დაგვაკლდა 12 ნოემბერს?
– 12 ნოემბრამდე ჩემი აზრით იმიტომ მივედით, რომ ან მოწინააღმდეგე იყო უკიდეგანოდ სუსტი ან გვიმართლებდა. 12-ში არც ერთი მოხდა და არც მეორე. ამიტომაც წავაგეთ. ისე, თემურ ქეცბაია რომ გვყოლოდა მწვრთნელად, განსხვავებულ შედეგს მივიღებდით.

– რატომ დორტმუნდის “ბორუსია”?
– როგორც წინა ინტერვიუს დროს, აქაც ლეგენდარული დენის ბერგკამპის სიტყვებს მოვიშველიებ: „როდესაც შენ იწყებ კლუბის გულშემატკივრობას, ამას არ აკეთებ ფეხბურთელების, ტიტულების ან ისტორიის გამო. შენ სადღაც პოულობ ადგილს ამ გუნდში. შენ იქაურობას ეკუთვნი.“

– რას იტყვი ლუსიენ ფავრის შესახებ?
– კლუბში მოსვლიდან პირველი სეზონის ნახევარი ჰქონდა კარგი, თუმცა შემდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად მოპოვებული ტიტული ხელიდან გაუშვა. მას მერე ყოველ წელს რეგრესი აქვს. დროა, ხელმძღვანელობამ სხვა კანდიდატურაზე იფიქროს.

– 3 მოთამაშე, რომელსაც გაუშვებდი და 3 ფეხბურთელი, რომელსაც მიიყვანდი “დორტმუნდში”…
– აუცილებლად გავუშვებდი რომან ბიურკის, მანუელ აკანჟის და ტომას მუნიეს. ეს ფეხბურთელები არ იმსახურებენ კლუბში თამაშს. რაც შეეხება ტრანსფერებს, ბიურკის და მუნიეს ადგილზე შესაბამისად მოვიყვანდი იან ზომერს და აჩრაფ ჰაკიმის, მესამე კი აუცილებლად კევინ დე ბრუინია – ამ ფეხბურთელის “დორტმუნდში” ხილვა ჩემი ოცნებაა.

– ერთი სიტყვით დაახასიათე იურგენ კლოპის ფორმაციის “დორტმუნდი”…
– ენერგიული!

– შენი აზრით, იოახიმ ლიოვმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები?
– კი, თანაც დიდი ხანია. მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ასეთი სამარცხვინო გამოსვლა არ უნდა შეერჩინათ.

– დაასახელე შენთვის ამ საუკუნეში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ჩემპიონი…
– 2010 წლის ესპანეთი.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც უშუალოდ მოესწარი + მწვრთნელი…
– ნოიერი – ლამი, ნესტა, მალდინი, მარსელო – ბუსკეტსი, ინიესტა, დე ბრუინი, – მესი, ანრი, რონალდო ნაზარიო. მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები