“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი გამოტყდა, რომ მას სერია A–ს არაერთი კლუბისგან ჰქონდა შემოთავაზება, მათ შორის ყოფილი გუნდისგან – “ნაპოლისგან”, სადაც დიდებული პერიოდი აქვს გატარებული.
ურუგვაელი ნეაპოლს და “ნაპოლის” გულშემატკივრებს დღემდე სიხარულით იხსენებს: “მხოლოდ მადლობა! მე ყოველთვის მათი მადლობელი ვიქნები. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვუთხარი უარი სერია A–ს ბევრ კლუბს, მათ შორის “იუვენტუსსა” და “ინტერს”, რომლებიც ხშირად მირეკავდნენ”.
კავანი “ნაპოლის” შემადგენლობაში 2011 წელს 12 მილიონ ევროდ “პალერმოდან” გამოჩნდა. ორი სეზონის განმავლობაში, 138 შეხვედრაში სამხრეთამერიკელის ანგარიშზე 104 გოლია. 2013 წელს “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაში აღმოჩნდა და ამ პერიოდში ფრანგული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად იქცა.
“მანჩესტერ იუნაიტედს” სულ ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.