ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „პსჟ“-მ „ბაშექშეჰირი“ გაანადგურა- 5:1.
გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, აღნიშნულ მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა, რასაც მოპოვებული პენალტიც დაამატა. თამაშის შემდეგ მან საკუთარ მომავალზე მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა.
„პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ბიჭებთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მგვრის. „პსჟ“-ს დატოვებაზე არც კი ვფიქრობ- საფრანგეთში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.“-განაცხადა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა.