ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაჯისტრისი “სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე” გასამართ პირველ შეხვედრას მოუთმენლად ელის.
“ნაპოლი” დღეს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე–6 ტურში “რეალ სოსიედადს” უმასპინძლებს. ორივე გუნდი ფლეი–ოფისთვის იბრძვის და იქვეა “ალკმაარიც”, რომელიც “რიეკას” ეთამაშება.
“დღეს “სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე” პირველი შეხვედრაა და ეს დიდი ემოციები იქნება. ჩვენი ქალაქისთვის დიდი პატივია, რომ სტადიონს ასეთი სახელი აქვს. დიეგო ჩვენი უკვდავი ლეგენდაა. რაც შეეხება ოფიციალურ გახსნას, კოვიდ–პანდემიის გამო, ეს დროებით ვერ მოხერხდება, მომავალში კი ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ” – ნათქვამია მაჯისტრისის განცხადებაში.
“ნაპოლი”–”სოსიედადი” 22:00–ზე დაიწყება.