კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატზე, ჩავი ერნანდესზე ისაუბრა.
„ჩავის საკუთარ კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც მას წასვლის საშუალებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სამსახური შევთავაზეთ, ამიტომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ეს ტექნიკურად სრულიად შესაძლებელი იქნება.”-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ფონტი საკუთარ გეგმას არ მალავს- ვიქტორს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ „ბლაუგრანის“ ლეგენდის ხილვა სურს.