„მილანის“ ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 39 წლის ასაკშიც კი სერია ა-ს ერთპიროვნული ბომბარდირია.
მედიასთან საუბრისას, შვედმა ფეხბურთელმა როსონერიში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.
„როცა ყველა ამბობს, რომ რამე არ შემიძლია, სწორედ ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას. ვფიქრობ, უკეთესია შეუერთდე გუნდს და აქციო ის ჩემპიონობისთვის მებრძოლად, ვიდრე ისეთ გუნდში გადახვიდე, რომელიც ისედაც ფავორიტია.
„როცა იტალიაში დავბრუნდი, ბევრი ამბობდა, რომ ასაკის გამო მაღალ დონეზე ვეღარ ვითამაშებდი, მე კი ყველას საპირისპირო დავუმტკიცე.“-განაცხადა 39 წლის ფორვარდმა.