მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ფედე ვალვერდე, რეაბილიტაციის პროცესს გადის და გუნდს მალე დაუბრუნდება.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად, ურუგვაელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. Marca-ს ინფორმაციით, შესაძლოა 22 წლის ნახევარმცველი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ განაცხადშიც კი მოხვდეს, თუმცა მხოლოდ სათადარიგო სკამიდან.
ვალვერდეს გარდა, გუნდის ლაზარეთში ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, მარტინ ოდეგორი და დანი კარვახალი იმყოფებიან.