დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი “ქალაქელების” ინტერესთა სფეროში მოხვდა, რომლებიც მას სერხიო აგუეროს შემცვლელად განიხილავენ, იტყობინება ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
32 წლის არგენტინელს მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს მის გახანგრძლივებას მხარეები არ აპირებენ.
მაშასადამე, ჰოლანდს უკვე მომავალ ზაფხულს შეეძლება შეცვალოს აგუერო “მანჩესტერ სიტიში”, თუკი გუარდიოლას გუნდი მის ტრანსფერს შეათანხმებს.