პეტრ ჩეხმა ვიდეოგამეორების სისტემას VAR ახალი იდეა შესთავაზა, რომელიც თერთმეტმეტრიანების შესრულებასა და მეკარეებს ეხებათ.
“დაინახეთ, როგორ აუღო ლუკაშ ფაბიანსკიმ მატეუჟ კლიხს? თუმცა მაინც გაამეორებინეს, რადგან მეკარემ ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა. ეს არასწორი წესია, გოლკიპერებს სეივის შანსსაც კი არ უტოვებენ, რადგან მეტოქე 11 მეტრიდან გირტყამს, ბურთის სისწრაფე დაახლოებით 70კმ/სთ–ა და კარის ხაზის გადაკვეთას 0,35 წამამდე სჭირდება. ასეთ სიტუაციაში მარტივია კრიტიკა, მე კი შემდეგ რამეს გთავაზობთ – კარიდან ოთხ მეტრში გაავლეთ სპეციალური ხაზი და ეს იყოს მეკარეთათვის გარკვეული ზღვარი” – წერს “ინსტაგრამში” ლეგენდარული გოლკიპერი.