გაიცანი გულშემატკივარი: ხატია დვალიძე

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ხატია დვალიძეა: “მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, მიხარია, რომ თქვენს რუბრიკაში ვმონაწილეობ. მე ვარ ხატია დვალიძე, 19 წლის, სტუდენტი, იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარი.

– როდის შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს პირველი შეხვედრა?
– ზოგადად ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ ფეხბურთი და სპორტი ჩემთვის უცხო ხილი არ ყოფილა. ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატიდან იწყება. როგორც უკვე ვახსენე, “სკუადრა აძურას” ვგულშემატკივრობ. რაც შეეხება “იუვენტუსს”, პირველი მატჩი, რომლიდანაც დაიწყო “იუვესადმი” ის სიყვარული, რომელიც დღემდე მომყვება, 2012 წლის ნოემბერში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისთან” გამართული დაპირისპირება იყო.

– ქართულ ფეხბურთში ვის ქომაგობ?
– ქართულ ფეხბურთში ჩემი სიმპათიები თბილისის “დინამოსკენ” იხრება, თუმცა აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ მიხარია თითოეული ქართული კლუბის განვითარება და წინსვლა, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

– ვის ისურვებდი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
– ეს ჩემთვის რთული შეკითხვაა. ამ ეტაპზე ოპტიმალურ ვარიანტს ვერ დავასახელებ.

– რატომ “იუვე”?
– შეიძლება ზოგს გაუკვირდეს, რა “იუვე”, როცა იმ პერიოდში “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “რეალი” ევროპაში წამყვანი კლუბები იყვნენო, მაგრამ მაქვს ამაზე პასუხი: დედის გავლენა. ასევე “იუვენტუსის” გულშემატკივარია. გარდა ამისა, ის სულისკვეთება, მონდომება და ჟინი, რომელიც გუნდში დავინახე.

– როგორ უყურებ ანდრეა პირლოს მომავალს სამწვრთნელო კარიერაში?
– ანდრეა პირლო ჩემი საყვარელი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია. დადებითად ვუყურებ მის სამწვრთნელო პერსპექტივას. დიდი იმედი მაქვს, იმაზე ნაკლები მწვრთნელი არ იქნება, როგორი ფეხბურთელიც იყო.

– ხატიას გადმოსახედიდან, რა შანსები აქვს “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში?
– ეს მძიმე თემაა. ყოველ წელს იმედით ვხვდები, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მართლდება… მაგრამ წელს მგონია, რომ “ბაიერნის” შემდეგ “შავ-თეთრები” მთავარი ფავორიტები არიან.

– ანტონიო კონტეს ფორმაციის “იუვენტუსი” თუ მასიმიალო ალეგრის პერიოდის გუნდი?
– მასიმილიანო ალეგრის! კონტეს უღრმესი მადლობა, გუნდი ფეხზე დააყენა, თუმცა ალეგრის “იუვენტუსი” ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იყო.

– როგორ ფიქრობ, ალეგრი გასაშვები იყო?
– ჩემი აზრით, ერთი წელი კიდევ უნდა მიეცათ. ნებისმიერ მწვრთნელს აქვს ჩავარდნა. ვფიქრობ, რომ ალეგრი იმსახურებდა შანსს.

– 3 მოთამაშე, რომელსაც გუნდიდან გაუშვებდი და 3, რომელსაც შეიძენდი…
– გავუშვებდი ხედირას, რემზის, ბერნარდესკის. დავიმატებდი – კანტეს, დე ბრუენსა და გნაბრის.

– რას იტყვი ალვარო მორატაზე? აშკარაა და ორჯერ დამტკიცდა, რომ “ბიანკონერის” რიგებში ყველაზე პროდუქტიულია, ვიდრე სხვა გუნდის მაისურით…
– ალვარო მორატა ჩემთვის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მისმა წასვლამ გული დამწყვიტა, მაგრამ დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია და სადაც სულ უნდა იყოს. ახლა უფრო გაზრდილია და განვითარებული.

– როგორ მოგწონს რობერტო მანჩინის “სკუადრა აძურა”?
– მანჩინის “აძურა” იმედისმომცემი გუნდია. იტალიის ნაკრებში ჩავარდნის შემდეგ, საბედნიეროდ, ამ გუნდში ვხედავ პოტენციალს და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევ.

– შენი ფავორიტი 5 იტალიელი…
– ობიექტური რომ ვიყო, იმ ფეხბურთელებს დავასახელებ, ვისი თამაშიც ნანახი მაქვს: ბუფონი, პირლო, კიელინი, დე როსი, ბონუჩი.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც უშუალოდ მოესწარი + მწვრთნელი…
– ბუფონი – ლამი, კიელინი, რამოსი, მარსელო – პირლო, ბუსკეტსი, ინიესტა – რონალდუ, მესი, ლევანდოვსკი. მწვრთნელი იუპ ჰაინკესი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები