რიო ფერდინანდთან ინტერვიუში ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ თავისი შეგირდებისგან იდეალური ნახევარდაცვა შემოგვთავაზა:
“ანდრეა პირლო მოედნის ცენტრში; მარჯვნივ ლუკა მოდრიჩი, მარცხნივ ფრენკ ლამპარდი; 10 ნომერზე კაკა”.
რიოს კითხვაზე, როგორ იყო ლუკა მოდრიჩი, ანჩელოტი პასუხობს: “ოჰ! ის დიდებულია”!
ლამპარდის შესახებ: “გოლების გატანის კუთხით, ულაპარაკოდ საუკეთესო ნახევარმცველია. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა – საჭირო დროს ყოველთვის საჭირო პოზიციაზეა”.