ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის „ბარსელონას“ მეტოქე „პსჟ“ იქნება.
პარიზული გუნდის ქომაგებისთვის სამწუხაროდ, გუნდის ლიდერმა, ნეიმარმა, „ლიონთან“ მატჩში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის საკაცით დატოვება მოუწია. ერთი შეხედვით, მისი ტრავმა იმდენად სერიოზული უნდა ყოფილიყო, რომ „ბლაუგრანასთან“ ვერ ეთამაშა, თუმცა მედიაში საპირისპირო ცნობა გავრცელდა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, ნეიმარის კოჭი მოტეხილი არაა და ოპერაციას არ საჭიროებს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ბრაზილიელი მოედანს იანვრის ბოლოს დაუბრუნდეს და კატალონიელთა წინააღმდეგ თამაში შეძლოს.