Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ლიონის“ ერთ-ერთი ლიდერი, მემფის დეპაი, დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ კატალონიის „ბარსელონაში“ გადასვლას მაინც შეძლებს.
კატალონიური გრანდი ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენას გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ამაოდ ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ბლაუგრანას მისი გაფორმების რეალური შანსი რჩება- დეპაის კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
მეტიც, მემფისს იმედი აქვს, რომ ფრანგული გუნდი მას იანვარშივე გაყიდის. დეპაის შეძენა გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ინტერესებშიც შედის.