უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგის ბ ჯგუფის პირველი წრის პირველი ტური სენსაციური მოგებით დაასრულა. დასკვნით მატჩში ჩვენები ჩერნოგორიულ იადრანს შეხვდნენ და 11:8 იმარჯვეს.
პირველი მეოთხედი ჩვენებმა 2:1 მოიგეს და ეს კარგი დაცვის ხარჯზე მოხდა. თავდაპირველად 16 წლის ბესო ახვლედიანის აქტიურობით 2:0 დავწინაურდით, რის შემდეგ მეტოქემ ანგარიში შეამცირა. ერთია, შეტევაშიც ვცოდავდით და რამდენჯერმე მარტივად დავკარგეთ ბურთი.
ეს შეცდომები მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, ამასობაში მეტოქემაც მოუმატა და 4:3 დაწინაურდა, მაგრამ სანდრო ადეიშვილის „ეშმაკობით“ დიდ შესვენებაზე თანაბრად გავედით.
მესამე პერიოდი შესანიშნავად ჩავატარეთ – სამი გოლი ხომ გავიტანეთ, დაცვაშიც მაგრად ვიდექით და მეკარე ირაკლი რაზმაძემაც ყველაფერი მოიგერია და ბოლო პერიოდის წინ სოლიდური უპირატესობა დავიბევეთ – 7:4.
დასვნითი მეოთხედი ცუდად დავიწყეთ და მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ გუნდის კაპიტანმა მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ მატჩის დასრულემადე სამი წუთით ადრე სტატუს კვო აღადგინეს და საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გაგვჭირვებია.
შეგახსენებთ, ჩვენებმა პირველ ტურში იტალიურ ბრეშასთან 9:15 წააგეს, ხოლო შემდეგ ესპანურ ბარსელონეტასთან 5:17 დამარცხდა.
მომავალ წელს გუნდები კიდევ სამ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგ ა და ბ ჯგუფის 4-4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონის გამოსავლენად გერმანიის ქალაქ ჰანოვერში შეიკრიბება.