კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში „რეალ სოსიედადი“ მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა და განაპირა მცველმა, ხორდე ალბამ, მათ გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთეს.
„ვფიქრობ, დღეს 2020 წლის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. დღეს ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულება და ბრძოლისუნარიანობა გამოჩნდა. ყველა მათგანმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა.”-განაცხადა ალბამ.
„ეს ის გუნდია, რომლის ნახვაც მსურდა. ყველამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა- ჩვენ გვქონდა ბურთი და ვქმნიდით მომენტებს. ფეხბურთელებმა უბურთოდაც ბევრი იმუშავეს, რაც ასევე აღსანიშნავია.“-ამბობს ნიდერლანდელი მწვრთნელი.