რობერტ ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – პოლონელს პრიზი თავად ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გადასცა.
პოლონელმა შემტევმა ეს ჯილდო 2019/20 წლებში ნაჩვენები ფენომენალური თამაშის წყალობით 100%–ით დაიმსახურა. მან ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.
აქამდე ფიფას მიერ დაწესებული ჯილდოს The Best გამარჯვებულები იყვნენ: 2016, 2017 – კრიშტიანუ რონალდუ; 2018 – ლუკა მოდრიჩი; 2019 – ლეო მესი.